30-06-2019
ვარშავაში გამართულ კადეტ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ოთხი სხვადასხვა სინჯის, მათგან ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
50 კგ. წონით კატეგორიაში ვაკო ბაჩიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ისრაელის ნაკრების წარმომადგენელი არიელ შულმანი იპონით დაამარცხა. ასევე იპონით მოიგო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა თორნიკე ფოლადიშვილმა, რომელმაც პოლონელ მეტოქეს წუთსა და 14 წამში სძლია.
მძიმე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, გიგა ტატიაშვილმა ირაკლი დემეტრაშვილი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.