გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: არ არსებობს მსოფლიოში დემოკრატია, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს დატოვებდა დაუსჯელად, დასავლეთში რეაგირება იქნებოდა გაცილებით მკაცრი

30-06-2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა 20 ივნისის აქციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არ უნდა დატოვოს თანამდებობა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.


სოზარ სუბარის თქმით, მინისტრი მაშინ იქნებოდა დასასჯელი, თუ საქმე ქვეყნებოდა სისტემურ გადაცდომასთან.


"დღეს, ამ ეტაპზე, სისტემა, რომელზეც გადავედით - პროპორციული ნულოვანი ბარიერით - არის ყველაზე გამოსავალი და შეთავაზება. ეს სისტემა ყველაზე კარგად ასახავს მოსახლეობის განწყობებს.


რა თქმა უნდა, ამ სისტემასაც აქვს მინუსები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მისიე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, მას რომ კანონი არ დაეცვა, მკაცრად დაისჯებოდა.


"როცა ვახსენებთ პოლიციელებს, 80-ზე მეტი იყო საავადმყოფოში.


იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს გადაცდომა, თუმცა გაომძიება თავის სათქმელს იტყვის.


არ არსებობს მსოფლიში დემოკრატია, რომელიც ამას დატოვებდა დაუსჯელად. დასაველეთში რეაგირება გაცილებით მკაცრი იქნებოდა.


დარღვევა ხდება ყველგან, ძალის გადამეტება ხდება ნებისმიერგან. ვხედავთ, რა ხდება საფრანგეთში, სადაც ხელისუფლებისა და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა.


რა თქმა უნდა, ყველა ცალკეული შემთხევა უნდა იყოს გამოძიებული.


რეალურად პოლიციას დევნა არ დაუწყია, ისინი მოქალაქეებსა და მათ საკუთრებას იცავდნენ.


წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო გაფორმდებოდა, როგორც არშემდგარი სახელმწიფო, სადაც არჩევნების გზით შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა.


აქცია არის დემოკრატიის გამოხატულება, როცა ეს არ გადადის ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930