გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტრო დღეიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

1-07-2019

ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან მეტროპოლიტენი 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს. შეზღუდვა 2020 წლის 1 ივლისს მოიხსნება.


როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილია 16 მილიონი დოლარი, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება.


მისი ინფორმაციით, "რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ, ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა".


პროექტის განხორციელების შედეგად, 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ახალი, თანამედროვე ISO-ს სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი მოხდება.


მისივე თქმით, პირველი ივლისიდან ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება. სწორედ ამის გამო, მეტრო მუშაობის განრიგს ერთი საათით შეამცირებს.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930