1-07-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.
დღეს და ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.
3 და 4 ივლისს ზოგადი უნარები; 5 ივლისს კი, მათემატიკის ტესტს ჩააბარებენ.
გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და საგამოცდო ცენტრებში მოხდა იმ აბიტურიენტების მიღება, ვისაც გამოცდა პირველ სესიაზე აქვთ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.
მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.