1-07-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 დაიწყო.
გამოცდებში მონაწილეობას ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები ვერ ახერხებენ.
100-მდე აბიტურიენტი ოკუპირებული აფხაზეთის დე - ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩაკეტილ ენგურის ხიდზე ვერ გადმოდის.
განათლების სამინისტრო მოუწოდებს მათ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში დანარჩენ გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ.
„ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მიეცეთ. მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში აუცილებლად ჩაერთონ. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ და რა სქემით ვუზრუნველყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწდომობას“, - განაცხადა საქართცელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ.