1-07-2019
ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი გაიხსნა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 6000 მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ველომრბოლელებისთვის. ასევე დამსვენებლებისათვის, ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ - ე.წ. მთის ციგა ფუნქციონირებს.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, ტურისტებს ასევე შეუძლიათ ესტუმრონ კინოთეატრ „ბაკურიანს“, სადაც ყოველკვირეულად პრემიერები გაიმართება.
ზაფხულის სეზონი 29 ივნისს გუდაურშიც გაიხსნა.