1-07-2019
მექსიკაში 1.5-მეტრიანი ყინულის საფარი წარმოიქმნა. ამის მიზეზი კი ძლიერი სეტყვა გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
მექსიკა სეტყვამ, რომელიც უწყვეტად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, მნიშნელოვნად დააზარალა.
კერძოდ, ძლიერი სეტყვის შედეგად 200-მდე საცხოვრებელი სახლი და ათასობით ავტომობილი დაზიანდა. განსაკუთრებული ზარალი გვადალახარას მიადგა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მექსიკაში ამ სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.