გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Facebook-ის სათაო ოფისში შხამი აღმოაჩინეს - ხალხი ევაკუირებულია

2-07-2019

კალიფორნიის შტატის, ქალაქ მენლო-პარკში Facebook-ის სათაო ოფისში ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.


DW-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა საეჭვო ამანათი, რომელიც საფოსტო განყოფილებაში იპოვეს. ამანათი სპეციალური მოწყობილობით  შეამოწმეს.


წინასწარი ვერსიით, მასში ნერვულ-პარალიტიკური შხამის, „ზარინის“ კვალია აღმოჩენილი.


ამჟამად ცნობილია, რომ არავინ დაშავებულა, თუმცა ორი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია, პროფილაქტიკის მიზნით მოხდა.


პოლიციამ და ფედერალური საგამოძიებო ბიურომ მომხდარის ძიება დაიწყო.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930