გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: ორპოლუსიანი სისტემა მთავრდება პროპორციული არჩევნების შემოღების გზით

2-07-2019

,,ორპოლუსიანი სისტემა მთავრდება პროპორციული არჩევნების შემოღების გზით. გულწრფელად მიხარია და ყველა პოლიტიკურ ძალას ვულოცავ, რომელსაც უნდა მონაწილეობა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში . ეს არის ყველას მიღწევა და რაც პირველ რიგში „ქართული ოცნების„ მხრიდან გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯია ,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში გააკეთა.

,,1990 წლის ზაფხულში იყო ძალიან სერიოზული აქცია , მიმდინარეობდა რკინიგზის პიკეტირების თანხმლებით და მაშინ „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო „ ითხოვდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას. მაშინ ვერ მოხერხდა შეთანხმება , გადაწყდა შერეული სისტემა ანუ ნახევარი იყო პროპორციული და ნახევარი იყო მაჟორიტარული. ამას წინათ ვხუმრობდით ჩვენ რასაც მრგვალი მაგიდა ითხოვდა 29 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ „ განახორციელა ამდენი წლის შემდეგ .მარტივ რამეს გეტყვით, ორ პოლუსიანი სისტემა მთავრდება პროპორციული არჩევნების შემოღების გზით. გულწრფელად მიხარია ეს და ნამდვილად მინდა ყველა პოლიტიკურ ძალას , რომელსაც უნდა მონაწილეობა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში , მინდა მივულოცო ეს მიღწევა, რომელიც არის ყველას მიღწევა და რა თქმა უნდა პი რველ რიგში „ქართული ოცნების”მხრიდან გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯია “,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, ნულოვანი ბარიერი არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს პოლიტიკური მინდვრის დივერსიფიკაცია. პარლამენტში იქნება ათი, თორმეტი და მეტი პარტია. ათზე მეტი პარტია სრულ შესაძლებლობას ინარჩუნებს ასეთი სიტემის პირობებში, რომ მათ წარმომადგენელი პარლამენტში ჰყავდეთ .

,,ახლა არჩევნებში ოცდაათამდე პარტია, შეიძლება უფრო მეტიც მიიღებს მონაწილეობას და ყველა პარტია ერთმანეთის მაკონტროლირებელი იქნება . პირობითად, პატარა პარტიებს ერთი ასეთი პრობლემა ჰქონდათ, რომ ამომრჩეველი, რომელსაც მოსწონს ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი, არ მისცემს ხმას იმ ლიდერს იმიტომ, რომ იმედი არ ააქვს , რომ გადალახავს ბარიერს და ამ ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მისი ხმა იკარგება . კი არ იკარგება, მისი ხმა მისთვის შესაძლოა სრულიად არასასურველ პარტიას მიაქვს.

ეს რეალობა შეიცვლება . დამთავრდება ასეთი ტიპის დაძაბულობაც , რომელიც ორ პოლუსიან სიტემას ახლავს და ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს და როდესაც პოლიტიკური კულტურის დონე მაღლდება, ამის შემდეგ ყველაფერი ავტომატურად ვითარდება. ეკონომიკაც უფრო სწრაფად ვითარდება და ამომრჩეველიც”,- აღნიშნა ვიცე-სპიკერმა
ზვიად ძიძიგურმა გაიხსენა 2013 წელი, როცა „ქართულმა ოცნების“ მიერ, რომელსაც მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა, შეთავაზებულ იქნა პროპოციულ სისტემაზე ეტაპობრივად გადასვლა , რომ არჩევნები 2016 წელს შერეულით, ხოლო 2020-ში პროპორციულით ჩატარებულიყო. 

,,ნაციონალურმა მოძრაობამ გამოგვიცხადა, მაშინ გაყოფილი არ იყო ეს პარტია,, რომ 2016 -ში გადავალთ ან საერთოდ არ დავუჭერთ მხარსო , ჩვენ 2016-ში მოგიგებთ არჩევნებს და ჩვენ თვითონ შევცვლით მაგ სისტემასო . როგორც მოიგეს 2016-ში არჩევნები ჩვენ ვნახეთ , მაგრამ ასეთი პროცესების ჩაშლა , რომ მათ შეუძლიათ ასეთი ტიპის პრაქტიკა ჩვენ გვაქვს .

ვუსმენდი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს , მათი განცხადებებიც მოვისმინე , რომ ისინი დაუჭერენ მხარს და ეს არის სწორი პოლიტიკური მიდგომა . ვინაიდან უმრავლესობაში არიან დეპუტატები , რომლებიც მაჟორიტარულ სიტემას უჭერენ მხარს , ამ შემთხვევაში ოპოზიციის მონაწილეობა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საკონსტიტუციო ცვლილება , რომელისთვისაც ძალიან მაღალი ქვორუმია საჭირო, განხორციელდეს. თუ ეს ცვლილება არ განხორციელდება, ამ შემთხვევაში, რომელი პოლიტიკური ძალაც გაიწევა გვერდზე , ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა”,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930