გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლო 3 ქართულ საქმეზე გადაწყვეტილებებს გამოაქვეყნებს

2-07-2019

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 18 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებას გამოცხადებს.


გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე გამოქვეყნდება.


აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა.


გადაწყვეტილებები გამოცხადდება სამ საქმეზე: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები).



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930