გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ძაგანია: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ კონსტიტუციური საარჩევნო გზით ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მობრუნდება

2-07-2019

„პროპორციული სისტემის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი, საკაციობრიო, ქვეყნისათვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ მემარცხენე ალიანსის ლიდერმა კახა ძაგანიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან თამამი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

„ხშირად ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას პოლიტიკური სითამამის ნაკლებობაში. მართლაც გასაოცარი იყო, რომ ერთერთი უმთავრესი საარჩევნო რეფორმა დაიწყეს საარჩევნო სისტემების ცვლილებებით. ამ სისტემის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი, საკაციობრიო, ქვეყნისათვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება . რა თქმა უნდა სისტემა დასახვეწია - 13 000 ხმამდე გამოდის თითო დეპუტატის პარლამენტში მივლენა. არც ისე იოლია ამდენი ხმის მოგროვება, ამას სჭირდება ფინანსები, მედიასაშუალებების გვერდში დგომა, პლაკატები, აგიტატორები და უამრავი ატრიბუტია, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს სრულყოფილად მონაწილეობა და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში უნდა დაითვალოს ხმები, რისთვისაც საჭიროა სრულყოფილი, პარიტეტული ცენტრალური საარჩევნო და რეგიონული საარჩევნო კომისიები“ - განაცხადა კახა ძაგანიამ. 

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ძაგანიას თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ გაემიჯნება პროცესს, კიდევ ერთხელ მოხდება მისი ლუსტრაცია.

„მათ უკვე იციან, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ კონსტიტუციური საარჩევნო გზით ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მობრუნდება, ამიტომ ერთადერთი გზა აქვთ დაჩენილი - არეულობა და რევოლუცია, რისი საშიშროებაც იყო. ნუ ვიტყვით იმას, რომ არაფერი ხდებოდა. ნაციონალურ მოძრაობას აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის ტალღაზე სახელმწიფო ინსტიტუციების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდება უნდოდა. ამაზე გამოძიებაც იტყვის რა და როგორ მოხდა. ამდენად, ისინი ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან პროცესს, მაგრამ ჩვენ იმდენად ბევრნი ვართ, რომ ეს პროცესს არ დააზიანებს და მათი ლუსტრტაცია მოხდება“ - განაცხადა კახა ძაგანიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930