გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის საგამოცდო ცენტრში სამედიცინო დახმარება 30 აბიტურიენტს დასჭირდა

2-07-2019

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019-ის მეორე საგამოცდო დღეა. აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.


ყველა საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მათთან მიმართვა როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ გულშემატკივრებს შეუძლიათ.


გორის საგამოცდი ცენტრში სამედიცინო დახმარება ამ დრომდე 30 აბიტურიენტს დაჭისდა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE წერს.


მედიკოსებს აპლიკანტები ძირითადად ნერვიულობის ნიადაგზე გამოწვეული სიმპტომებით მიმართავდნენ.


,,ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სამივე სესიაზე აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში მყოფ ექიმს თავის ტკივილითა და მსუბუქი სტრესით მიმართავდნენ. სხვა რაიმე გართულება არ ყოფილა“, – განაცხადა EDU.ARIS.GE - ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ გვერდწითელმა.


თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან კი, სასწრაფოს მანქანის გამოჩენას გულშემატკივრებს შორის ჩოჩქოლი მოჰყვა.


“ფეხმძიმე გოგო შევიდა, ნეტავ ის ხომ არ გახდა ცუდად”, “ვაიმე რა ხდება”, “ისედაც ვნერვიულობთ კიდევ ეს გვინდა?”…


როგორც გავარკვიეთ, რეალურად, საგამოცდო ცენტრთან მორიგე სასწრაფოს ეკიპაჟებმა ერთმანეთი ჩაანაცვლეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930