გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ტოგონიძე: სასტუმრო „პარაგრაფმა“ევროპის მასშტაბით პირველი ადგილით ახალი პრეცედენტი შექმნა

2-07-2019

„შეიქმნა ახალი პრეცედენტი, როდესაც საქართველოში დაფუძნებულმა ოპერირებადმა სასტუმრო „პარაგრაფმა“ ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვა“- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ შვილობილი კომპანია „MC Hotel“-ის მმართველმა დირექტორმა გიორგი ტოგონიძემ განაცხადა.


მისი თქმით, მაღალი ჯილდო სასტუმრო „პარაგრაფმა“ იმ კრიტერიუმებით მოიპოვა, რომელიც ვიზიტორების კმაყოფილების ინდექსს ეფუძნება. 


„იზომება ყველა კომენტარი, რაც კი ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან მერიოტის ვებ-გვერდზე დაწერილა“- განაცხადა გიორგი ტოგონიძემ.

„პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს თანაინვეტსირების ფონდის პორტფელში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტია, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ პირველი სასტუმროა, რომელიც „Marriott“-ის ქსელის „Autograph Collection“-ის ბრენდის სტატუსით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2020 წლის ბოლომდე კი თბილისში, თავისუფლების მოედანზე (ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე) და თაბორის ქედზე კიდევ ორი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რომლებიც Marriott-ის ქსელის Autograph Collection-ისდა Luxury Collection-ის ბრენდების სტატუსით დაიწყებენ ოპერირებას. 2022 წლისთვის, სოლოლაკის მაღლობზე, ამავე ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო და მასშტაბური საკონფერენციო ცენტრი გაიხსნება.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა რომლის მთავარი მიზანია საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. დღეის მდგომარეობით, საქართელოს თანაინვესტირების ფონდი 12 პროექტს აერთიანებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი მეშვეობით საქართველოში ჯამურად 6 000-მდე დროებითი და პერმანენტული ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930