გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ია მეტრეველი: მინდა, ერთ მუჭა ,,ნაციონალებს" ვუთხრა, ჩვენ არ დავუშვებთ სააკაშვილის რეჟიმის უკან დაბრუნებას

3-07-2019

„მინდა, ერთ მუჭა ,,ნაციონალებს" ვუთხრა, რომლებმაც გამოიყენეს ახალგაზრდების პროტესტი და გადატრიალებაზე მიჰყავდათ, ჩვენ არ დავუშვებთ სააკაშვილის რეჟიმის და ,,ნაციონალების" უკან დაბრუნებას - განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა ტელეკომპანია „იმედის თოქშოუში „პირისპირ“.

ია მეტრეველი დარწმნებულია, რომ 20 ივნისის მოვლენები მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილია. იგი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას სამოქალაქო ომისა და გადატრიალების თავიდან არიდებისთვის. 

„ისე უცებ განვითარდა მოვლენები და ისეთი სახე მიიღო, რომ რაც უფრო ვაანალიზებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს არის სააკაშვილის მიერ დაგეგმილი. ჩვენ გადავურჩით სერიოზულ სამოქალაქო ომსა და გადატრიალებას, რასაც ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას იმისთვის, რომ თავიდან აგვარიდა გადატრიალების უბედურება. გაოცებული და აღშფოთებული ვარ იმ კადრების ხილვით, რაც იქ ხდებოდა. იმ შტურმზე, რა მდგომარეობაში იყვნენ ახალგაზრდები და არა მხოლოდ. როცა ვუყურებდი ამ კადრებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ნამდვილად რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, რაზეც მეტყველებს თვითონ ის ფაქტები, რომ იტაცებდნენ პოლიციელებს, ართმევდნენ ფარებს და სასტიკად უსწორდებოდნენ, როგორ აზიანებდნენ სახელმწიფო ქონებას, დალეწეს კაფე-ბარები და მანქანები. ჩვენ 9 წელიწადი ვიდექით, 400 ათასი ადამიანი ქუჩაში, ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ისე ვიდექით, ის იყო მშვიდობიანი აქცია, ვითხოვდით სააკაშვილის რეჟიმის უბედურებებიდან გამოსვლას და სამართალს. ყველაფრის მონაწილე ვარ, 7 ნოემბრიდან დაწყებული 26 მაისი ჩათვლით და ჩემს თვალწინ ხდებოდა საშინელებები”- განაცხადა ია მეტრეველმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031