გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: OECD-მ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი მცირე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით

3-07-2019

„მცირე ბიზნესის მხარდაჭერა არის ჩვენი პრიორიტეტი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამის აღიარება კიდევ ერთხელ მოხდა საერთაშორისო დონეზე“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა.

„OECD-მ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი მცირე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით. ასევე მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რადგან მათ შორის, მათი პროგრამების დახმარებით ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში საქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა OECD-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031