გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: არც ერთი მათგანი, არც „ევრონაცებიდან“, არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ აღიარებს რომ მათი მხრიდან იყო მოწოდება - პარლამენტის შენობაში შეჭრისაკენ

3-07-2019

,,მე ეს ყველაფერი ნანახი მაქვს. ზუსტად ასეთმა მცდელობებმა შემდეგ გამოიწვია სამოქალაქო ომი და ჩემი თაობის წარმომადგენლები , საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპა ასეთ სამოქალაქო ომში, ურთიერთ შეხლა-შემოხლაში, ზუსტად ასე იწყებოდა ყოველთვის ეს ყველაფერი და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ყველაზე სახიფათო, როდესაც ასეთი დაპირისპირებისკენ მოუწოდებს რომელიმე პოლიტიკური ძალა და ამიტომაც ვარ მე ასეთი ემოციური” ,- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

,, მინდა საზოგადოებას განვუცხადო რომ დღემდე არც ერთი მათგანი, არც „ევრონაცებიდან“, არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ აღიარებს რომ მათი მხრიდან იყო მოწოდება - პარლამენტის შენობაში შეჭრისაკენ. არსებობს კადრები. „ევროპული საქართველო“ თითქოს ემიჯნება ამ ფაქტს, თუმცა პირდაპირ უნდა ვთქვათ: როდესაც შენს გვერდით იგეგმება ეს ყველაფერი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკანორ მელია მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ჩვენ აქ კი არ უნდა ვიდგეთ, უნდა შევიდეთ და დავდგეთ პარლამენტში; და როცა პოლიცია არის განლაგებული შესასვლელთან, რა თქმა უნდა, მცდელობა იქნებოდა შეჭრის. არც ერთი მათგანი არ შეეწინააღმდეგა (ევსაქებს გულისხმობს) და ისინი ელოდებოდნენ როგორ განვითარდებოდა პროცესები. დღემდეც კი არც ერთ მათგანს არ განუცხადებია ხმამაღლა, არ გაემიჯნა ამ ძალადობრივ პროცესს და თუ დააკვირდებით მათ ინტერვიუებს, გამოსვლებს აქციაზე - იმ გულწრფელ ახალგაზრდებთანაც როგორ მოიხსენიებენ რომ ეს იყო რაღაც შეხლა-შემოხლა”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

იგი ახალგაზრდებს მიმართავს, რომ არ შეიძლება არ გავემიჯნოთ იმ ძალას, რომელიც ასეთ მოწოდებებს, ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებს.

,,ახალგაზრდებს მინდა მივმართო. ასევე საზოგადოების იმ წევრებს, რომლებიც მხოლოდ გადაცდომის ფაქტს აღიარებენ და რა თქმა უნდა, ამაში ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ყველა დასჯილი იქნება ვინც კი გადასცდა თავის უფლებამოსილებას და ასეთი მტკივნეული დასახიჩრებები მიაყენა ჩვენი საზოგადოების წევრებს. ეს აუცილებლად გამოძიების საგანია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთსულოვანი ვართ ამასთან დაკავშირებით.

ვერ დავუშვებ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნანახი მაქვს. ის ახალგაზრდები, გულწრფელები, ჩვენი მომავალი თაობა არიან, რომლებმაც უნდა შეგვცვალონ ჩვენ და ჩვენი ქვეყნის ბედი მათ უნდა ვანდოთ. იქაც დგანან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ზუსტად მათ მინდა მივმართო, რომ ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა და აუცილებლად უნდა გავემიჯნოთ ძალადობას. შეუძლებელია, რომ ეს ვინმემ მარტივად მიიღოს. და არ შეიძლება არ გავემიჯნოთ იმ ძალას, რომელიც ასეთ მოწოდებებს აკეთებს. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პირნათელი და გულანთებული არიან და უნდათ რომ ქვეყნის განვითარების პროცესში ჩაერთონ, ფრთხილად იყვნენ და გაემიჯნონ ამ ძალას, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ძალა არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში და ეს 9 წელიწადი და ეს ფაქტები, რომლებიც სტუდიაში მყოფმა მოქალაქეებმა კარგად იციან, შეუძლებელია ვინმემ დაივიწყოს. მითუმეტეს, რომ მათი მხრიდან არც ერთხელ არ გამოთქმულა სინანული და ბოდიში. პირიქით. და მათი ლიდერი როგორ საუბრობს? ის ნანობს რომ რაღაცები შეეშალა არა იმ თვალსაზრისით რომ საზოგადოებას ასე მოექცა, არამედ ვიღაცებს აბრალებს, რომ რომ არა ისინი, ისევ ხელისუფლებაში იქნებოდნენ“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით დესტრუქციულ ძალასთან კონსტრუქციული საუბარი შეუძლებელია.

,,საზოგადოება უფრო ბევრი ვართ და შეუძლებელია, რომ მათი დღის წესრიგით ვიცხოვროთ. დაწყებულია ეს პროცესი და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, მაგრამ ეს არის სამართლიანი პროცესი. ჩვენ ძალადობისკენ ვერ მოვუწოდებთ ვერავის მიმართ, მაგრამ აუცილებლად დავამყარებთ სამართლიან გარემოს სადაც ყველას შეეძლება თავისი ნიჭით, თავისი შესაძლებლობებით ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა“,- აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031