3-07-2019
ფეისბუქმომხმარებელი ლევან თაქთაქიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანის გამოსვლას ეხმაურება
„აი, ჩემო ძვირფასო ქართველო ერო, გახსოვთ, სკოლაში თვალსაჩინოობები რომ იდგა ზოოლოგიის გაკვეთილზე ცხოველებისა, ისტორიის გაკვეთილზე მსოფლიოს შვიდი საოცრებისა, ფიზიკის გაკვეთილზე მუხტების გადამცემი ბურთულები? აი ასეთი თვალსაჩინოობაა ეს კადრები ადამიანის უსინდისობისა. რაც უნდოდა, რაც მოისურვა, შეისრულა. ჯერ შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილს აგინებდა, შემდეგ კულტურის სამინისტროში თითის ქნევით მიბრძანდა, სამი დღე ვერ გაჩერდა, მთაწმინდაზე მამის დაკრძალვა მოითხოვა, მიიღო... ნაციონალებს მიწაში დებდა, სააკაშვილის დაჭერას მოითხოვდა. თვალებდათხრილები და დაყრუებულები ვართ აბა რა, ყველაფრის ღირსები, ამ უსინდისოობას რომ ვუსმენთ და ვუყურებთ და ტაშს ვუკრავთ. სერიალი გრძელდება. კიდევ ბევრ პოლიტიკურ ნავსადგურში შევა ეს ქალბატონი. აი ეხლა მაინც დაიფიცე, ქართველო ერო, რომ გაარჩევ უსინდისოსა და პატიოსანს, ხარბსა და მწყალობელს, მტყუანს და მართალს... დავიჯერო, რომ გაარჩევ? ისე არ აგიდგა გვერდები!“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე