გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ია მეტრეველი: ძალოვან სტრუქტურებში სააკაშვილის ნარჩენი დამნაშავეები დღემდე არიან

3-07-2019

სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა, ნარჩენი დამნაშავეები დღეს ისევ ყველგან არიან, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებში.

„ბოლო პერიოდში განვიტარებულ მოვლენებში სწორედ ეს აისახა. აი ის სპეცრაზმელები მაშინვე, როგორც კი დავინახე, რომ დამიზნებით ესროდნენ, რათა თვალები ამოეთხარათ ახალგაზრდებისთვის, სწორედ ის გადმონაშთი სააკაშვილის რეჟიმის სპეცრაზმელები არიან. ჩვენ ვიხილეთ ვიდეოც, სააკაშვილი როგორ მოუწოდებს და როგორ ესაუბრა სპეცრაზმს. ამიტომ უნდა გაიწმინდოს და თქვენ კითხვა დასვით, როგორ უნდა დამთავრდეს ეს და იცით როგორ ? "ნაციონალური მოძრაობა" როგორც დამნაშავე პარტია უნდა აიკრძალოს და უნდა გამოცხადდეს რეჟიმად. ირმა ინაშვილმა რომ შეიტანა პარლამენტში მოთხოვნა ის რომ დაკმაყოფილებულიყო, დღეს ამ უბედურებას ავცდებოდით და თვალებდათხრილი ახალგაზრდები არ გვეყოლებოდა“-განაცხადა ია მეტრეველმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031