გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამაზ მოლაშვილი: ეს ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ამ ხელისუფლებამ ამდენ ხას არაფერი გააკეთა დასასჯელად და ახლაც ასე იქნებოდა

3-07-2019

„თუ სასწრაფოდ არ დამთავრდა კოჰაბიტაცია, თუ ხვალიდანვე სამართალმა არ იზეიმა არაფერი გვეშველება“ - განაცხადა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

თამაზ მოლაშვილმა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში შესვლა და 20 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენები შეადარა. როგორც მან განაცხადა, მაშინ სააკაშვილს ბრონის ჟილეტი ეცვა, რადგან ეშინოდა – არ მომკლანო, ხოლო ახლა ეს განცდა არავის ჰქონია.

მისივე თქმით, ნიკა მელიას მიმართ ჯერ კიდევ მაშინ უნდა აღეძრათ საქმე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას.

“შევადაროთ 2003 წლის პარლამენტში შესვლა და 20 ივნისს პარლამენტში შესვლის მცდელობა. სააკაშვილს მაშინ ბრონის ჟილეტი ეცვა, ეშინოდა – არ მომკლანო. ახლა ბრონის ჟილეტი არავის ცმია. მაშინ შიშის ფაქტორი იყო, ახლა არავის უფიქრია ის, რომ ეს ხელისუფლება ვინმეს მოკლავდა. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ძალოვანი სტრუქტურა სახელმწიფოს ხერხემალია. როდესაც სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ირჩევდნენ, იქ ნიკა მელია პოლიციას ეწინააღმდეგებოდა, სწორედ მაშინ უნდა აღეძრათ საქმე. თავიდანვე რომ მიუშვებ ადამიანს, მერე უარესად იქცევა. სულხანი რომ დააკავეს, 150 “ნაღები” კაცი თავდებად დაუდგა, სააკაშვილმა კი მათ “ჩარეცხილები” უწოდა. წარმოუდგენელია, როგორ უნდა უწოდო ასეთ საზოგადოებას “ჩარეცხილები”, მაშინ უნდა ჰქონოდა ხალხს ამაზე რეაქცია.
ეს ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ამ ხელისუფლებამ ამდენ ხას არაფერი გააკეთა დასასჯელად და ახლაც ასე იქნებოდა. თუნდაც ჩემი შვილის ამბავი ავიღოთ – ნელი სიკვდილით მოკლეს. ამ პროცესებში დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
ალბათ, მოვლენ ეს ახალგაზრდებიც ჭკუაზე, უნიჭიერესები არიან, მატყუარასავით მიიყვანეს იქ. ღმერთს ვთხოვ, საღი აზროვნების უნარი დაუბრუნდეთ მათ”, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930