გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავარიაში დაშავებულ სამ ჯარისკაცს ოპერაცია ჩაუტარდა

3-07-2019

შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია.


ამ დროისთვის, სამი მათგანი მკურნალობას ქობულეთის საავადმყოფოში გადის, რომლებსაც ოპერაცია ჩაუტარდათ.


„სულ თორმეტმა პაციენტმა მოგვმართა, აქედან ორი პაციენტი მოყვანილ იქნა 112-ის მიერ. პაციენტებს კიდურების დაჟეჟილობა, ექსკორაციები და ნაკაწრები აღენიშნებოდათ. ამჟამად კლონიკაში სამი პაციენტი რჩება, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  პოსტოპერაციული მდგომარეობის გამო ისინი ქირურგის  მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“-განაცხადა მკურნალმა ექიმმა.


მიკროავტობუსი, რომელსაც ჯარისკაცები ბათუმიდან სენაკის მიმართულებით გადაყავდა, 1-ელ ივლისს გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულია 14 სამხედრო მოსამსახურე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031