გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: ანტიდემპინგური კანონის შედეგად ,ჩვენ შევძლებთ , გავატაროთ ის ღონისძიებები, რომელთაც კანონპროექტი ითვალისწინებს

3-07-2019

„ანტიდემპინგური კანონმდებლობა კერძო სექტორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაკვეთაა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ დემპინგური იმპორტი ზიანს აყენებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტს გადაეგზავნა. გენადი არველაძის განცხადებით, უწყებაში მოლოდინი აქვთ, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს. „ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და ვერ ვახდენდით გამოძიებას, დადგენას, თუ რამდენად დემპინგური იყო ფასები, რომლითაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი ხორციელდებოდა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტის მიხედვით, ანტიდემპინგური კანონი 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში და შემდეგ ოთხ თვეში ამოქმედდება, რაც, გენადი არველაძის ინფორმაციით, შესაბამის სტრუქტურებს სრულფასოვანი მოძიების საშუალებას მისცემს, თუ რამდენად იყო დემპინგი. „შედეგად, ჩვენ შევძლებთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ის ღონისძიებები გავატაროთ, რომელთაც კანონპროექტი ითვალისწინებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930