გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ჩემი ვარაუდით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რ2" დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს

3-07-2019

ექსპერტი, გია აბაშიძე სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

"ჩემი ვარაუდით, 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 'რ2' დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს, რადგან, როგორც რიგი იურისტები მეუბნებიან, სხვანაირად ამ ქეისს სამართლებრივი 'კვანძის გახსნა' არ გააჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიამ, რომელიც კვალიფიციური იურისტია და ჰყავს გარშემო რამდენიმე ასეთიც, ზუსტად იცის, რომ პროცესს აგებს. არ გამოვრიცხავ, რომ 18 ივლისის ვერდიქტზე წინასწარი ინფორმაცია შიგნიდან უკვე აქვს. 
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ნაცმო & Co მაქსიმალურად შეეცდება, რომ პროტესტი შენარჩუნდეს ქუჩაში და ყველანაირად გართულდეს სტრასბურგის უზენაესი გადაწყვეტილების აღსრულება "დაიცავი რუსთავი2"-ის სლოგანით...", -  წერს გია აბაშიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031