გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: აქციაზე დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ დაფარავს, „ფონდი ქართუ" სრულად აანაზღაურებს

3-07-2019

20-21 ივნისს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ დაფარავს, „ფონდი ქართუ „ სრულად ანაზღაურებს,- ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა

,,სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს აქცია ვერ დავასრულეთ ისე , რომ მოქალაქეებს , მათ შორის პოლიციელებს ასევე ჟურნალისტებს არ მიეღოთ ჯანმრთელობის ზიანი . დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ზიანი იყო მიყენებული , რამდენიმე პაციენტი მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში საბედნიეროდ ის მძიმე პაციენტები , რომელიც გამორჩეული იყო თავისი მდგომარეობის სიმძიმით დღეს დინამიკა მათი დადებითია. ერთი პაციენტი მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან , მეორე პაციენტის მდგომარეობა უკვე კეთილსაიმედოა და დინამიკა ყოველ საათობრივი არის დადებითი . რამდენიმე პაციენტი არის უცხოეთში შესაბამის კლინიკებში სამკურნალოდ. ამ ხარჯებს ყველაფერს ანაზღაურებს , მედიკამენტებს და ყველაფერს რაც მათ სჭირდებათ ანაზღაურებს ჯანდაცვის სამინისტრო და ასევე იმ ხარჯებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო უბრალოდ ვერ დაფარავს მას „ფონდი ქართუ „ თავიდან ბოლომდე დაფარავს . ასევე აქ არის კომპენსაციების ნაწილი და ამ წუთას მე ამაზე არ შევჩერდები . რაც ყველაზე მთავარია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კეთილ საიმედო „,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930