გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი უგულავა: ჩემი დაკითხვა ორშაბათიდან ნებისმიერ დროს მოხდება

4-07-2019

გიგი უგულავა მაგისტრი მოსამართლის წინაშე სავარაუდოდ მომავალ კვირაში დაიკითხება. 


ამის შესახებ მან კომენტარი თავად გააკეთა.


როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, აპირებს მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხოს და მასთან ყველა იმ დეტალის შესახებ ისაუბროს, რომელიც ხელისუფლებას ამხელს. 


„ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას. ხელისუფლების, რომელმაც პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება. 2 – 3 დღის განმავლობაში მივდივარ მივლინებით გერმანიაში სხვა კოლეგებთან ერთად, ამიტომ ჩემი დაკითხვა და მე როგორც ვიცი საგამოძიებო ორგანოები ასე მიაწვდიან მაგისტრ მოსამართლეს, მოხდება ორშაბათიდან ნებისმიერ დროს“, - განაცხადა გიგი უგულავამ


კითხვაზე, თუ რას საუბრობდა აქციის ღამეს თანამოაზრეებთან, უგულავა პასუხობს, რომ მოლაპარაკებების გზით სურდა მოვლენების განვითარება.„მოვლენები უნდა განვითარებულიყო მოლაპარაკების გზით, მოლაპარაკების ინიციატივა წამოვიდა გახარიას მხრიდან“, - ამბობს თბილისის ყოფილი მერი.


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გიგი უგულავას უწყება გუშინ გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031