4-07-2019
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს და ბრალდებულის სახით ერთი პირი სამართალდამცველებმა მალევე აიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.