გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატო - რუსეთის დაპირისირება თუ პარალელური წვრთნები შავ ზღვაზე

5-07-2019

რუსმა სამხედროებმა შავი ზღვის აკვატორიაში, იქ სადაც ამჟამად ნატოს სამხედრო-საზღვაო სწავლება Sea Breeze 2019 მიმდინარეობს, გეგმიური მანევრების გამართვა დაიწყეს.


ამის შესახებ რუსეთის შავიზღვის ფლოტის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.


სწავლებაში ათამდე გემია ჩართული, კერძოდ სადესანტო გემები „აზოვი“ და „ცეზარ კუნიკოვი“, მცირე ზომის სარაკეტო გემები „ორეხოვო-ზუევო“ და „მირაჟი“, სარაკეტო კატერები „ივანოვეცი“, „ნაბერჯნიე ჩელნი“ და „რ-60“.


გემები მანევრებს საზღვაო პოლიგონებზე ატარებენ. სწავლების ბოლო ეტაპზე ეკიპაჟები სარაკეტო და საარტილერიო სროლებს განახორციელებენ.

გარდა ამისა, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შავიზღვის ფლოტის გემები ზღვაში ნატოს გემების ქმედებას კვლავ აკვირდებიან

შავ ზღვაში ამჟამად უკრაინა-ამერიკის სამხედრო სწავლება Sea Breeze 2019 მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება პროვოკაციად აფასებს.

სწავლებაში ჩართულია ნატოს წევრი-ქვეყნების: აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, დანიის, ლატვიის, ესტონეთის გემები და ავიაცია. ასევე მონაწილეობენ მათი მოკავშირეების გემები და ავიაცია - შვედეთის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიეროების.


მანევრებში 30-მდე გემია ჩართული, 30 საფრენი აპარატი და 900-ზე მეტი ადამიანი.



https://pia.ge/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930