გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე პროპორციულ არჩევნებზე: ულტიმატუმების ენით კონსტრუქციულ ოპონირებაზე საუბარი ზედმეტია

5-07-2019

„როდესაც მთელი საზოგადოება თანხმდება, ისევე, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ყველაფერი წყდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მიგითითებენ ამისკენ, კეთილი უნდა ინებო, ხალხის ნებას და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებს დაემორჩილო, დაჯდე მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მიაღწიო იმ ძალიან დიდ მონაპოვარს, როგორიცაა პროპორციული არჩევნები 0%-იანი ბარიერით“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.


მისი თქმით, ულტიმატუმების ენით კონსტრუქციულ ოპონირებაზე საუბარი ზედმეტია.


„როდესაც გინდა, ქვეყნის პარლამენტში აისახოს საზოგადოების განწყობები, 0,7 %-ით, თუ 1-2 %-ით შევიდეს მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტი, კონსერვატორი, ულტრალიბერალი, ულტრაკონსერვატორი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ეს და ნუ შევუშლით ხელს რაღაც ხელოვნური ულტიმატუმებით. ვიყოთ კონსტრუქციულები და სახელმწიფო ინტერესებზე ვიზრუნოთ, ვიდრე პირადულ ნიუანსებზე“, - განაცხადა გია აბაშიძემ.


ამასთან, მისი თქმით, ის პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც წლებია გამოირჩევიან „ქართული ოცნების“ მიმართ უმწვავესი კრიტიკით, მაგრამ დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ე.წ. ბულინგის დამუნათების, მწვავე კრიტიკის საგანი გახდნენ და მათ მოღალატეები და გაყიდულებიც კი უწოდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930