5-07-2019
თურქეთის, ქალაქ რეიჰანლიში ავტომობილი აფეთქდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი სხვადსხვა სიმძიმის ტრამვით ჰოსპიტალიზირებულია.
ადგილზე მედიკოსები და სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარის კომენტირებისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ავტომობილის აფეთქება, შესაძლოა, ტერაქტი იყოს.
მისი თქმით, მომხდარს"კავშირი აქვს ტერორიზმთან. იქ, სავარაუდოდ, ბომბი იყო".