6-07-2019
ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ქართველ ჟურნალისტთან განაცხადა, რომ რუსეთს არ მოუხდენია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
"ჩემს ოლქში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორაა, რომელიც მხარს მიჭერს. რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია.
როდესაც თქვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ამის შემდეგ როგორ წარმოდგიდგენიათ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში - ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ისინი აღარასდროს გახდებიან თქვენი ტერიტორიები, რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას, გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის", - განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.