გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფალავანდიშვილი: შევეცდებით „თბილისი პრაიდი“ ჩავშალოთ

7-07-2019

საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ "ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგია.


"თუ გავიგეთ, რომ ღირსების მარში ტარდება რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე, დღესვე მივალთ და დავიკავებთ იმ ადგილს, რათა მარშის გამართვის საშუალება არ მივცეთ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია კორდონს აღმართავს, ვეცდებით, გავარღვიოთ. შევეცდებით „თბილისი პრაიდი“ ჩავშალოთ“,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.


დღეს გაირკვა, რომ გადადებული "ღირსების მარში" 8 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ავრცელებენ.


14 ივნისს კი საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც.


კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930