გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა შესთავაზა

8-07-2019

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მინსკში შეხვედრას და დიალოგს სთავაზობს.


ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.


ზელენსკი პუტინს შეხვედრას აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის პირველი პირების მონაწილეობით სთავაზობს.


„უნდა ვისაუბროთ? უნდა. მოდით, განვიხილოთ ვისია ყირიმი და ვინ არ არის დონბასში? გთავაზობთ, რომ საუბარში ვიყოთ ჩართული მე, თქვენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. ადგილი - ვფიქრობ, ალექსანდრე გრიგორიევიჩ ლუკაშენკო მინსკში სიამოვნებით მიგვიღებს. ჩვენ არ ვცვლით და უარს არ ვამბობთ დიპლომატიურ ფორმატებზე. ჩვენ დიალოგს გთავაზობთ. ხომ უნდა ვისაუბროთ?! ხომ? ", - დააზუსტა ზელენსკიმ.


უკრაინის ლიდერის წინადადებას კრემლში უკვე უპასუხეს.


როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლში ზელენსკის წინადადებას განიხილავენ, რადგან საჭიროა იყოს გააზრებული აქვს თუ არა მსგავს დიალოგს პერსპექტივა.



https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930