გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერი ხელოვნების ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა

8-07-2019

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა. 

შეხვედრაზე, რომელსაც მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ცენტრის დირექტორმა ვეფხვია ვეფხვაძემ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო მიმართულებებზე, პრიორიტეტებზე, მიღწევებსა და განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და დამსწრეთ 2019-2020 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო, რაც ცენტრის ბაზაზე კინო და ფოტო ხელოვნების კლუბის ჩამოყალიბებას, რეწვა-კერამიკის წრის და საბავშვო ანსამბლის შექმნას მოიცავს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ხელოვნების ცენტრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა დადებითად შეაფასა. მან ცენტრის თანამშრომლებს და კურსდამთავრებულებს ნაყოფიერი სასწავლო წლის დასრულება, ხოლო წარმატებებით გამორჩეულ მოსწავლეს, კესო ლეფასიას, ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში ჩარიცხვა მიულოცა.

ლევან კუპრეიშვილმა ხელოვნების ცენტრის 35 კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930