8-07-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძეს თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებმაც ე.წ საზღვარზე გადმოსვლა ვერ მოახერხეს, გამოცდებს უახლოეს პერიოდში ჩააბარაბენ.
სოფო გორგოძეს თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულ აბიტურიენტებს გამოცდების გასვლის შესაძლებლობას უახლოეს პერიოდში მისცემს.
"აბიტურიენტების უმრავლესობამ შეძლო და მოახერხა მოსულიყო გამოცდაზე. რაც შეეხება იმ ნაწილს, ვინც ეს ვერ მოახერხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს, აქვთ კონკრეტული გეგმა, რა გეგმის მიხედვითაც უზრუნველყოფენ ამ პირებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა,"- განაცხადა სოფო გორგოძემ
1-ელ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
საქართველოს მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული.