გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: გუშინ, ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა

8-07-2019

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გუშინ "რუსთავი 2" - ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელად: 

"ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას.

ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, ვინაიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას უადვილებს ამ პროცესში არეულობის შეტანას. 

გუშინ, ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

ჩვენი - მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, შევინარჩუნოთ ეს მოცემულობა. არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება. 

მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში, ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავიანთ სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ.

ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს", - განაცხადა კახა კალაძემ.




მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში, ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავიანთ სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ.

ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930