გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: გიორგი გაბუნიას განცხადებები სრულად ემთხვეოდა „რუსთავი 2“-სა და ნაციონალური მოძრაობის ნარატივს

8-07-2019

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, გაბუნიას განცხადებები სრულად ემთხვეოდა „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს.

„მსურს, გამოვეხმაურო 7 ივლისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ ცნობილ სიუჟეტს, რომელმაც საზოგადოების ყველა ფენის ძალიან სწრაფი და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი რეაქცია ყველა იმ პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ მოვლენასა და გამოწვევაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ამ სწორი რეაქციისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. გიორგი გაბუნიას განცხადება იყო პროვოკაციული ხასიათის, თუმცა საზოგადოების გუშინდელი რეაქცია არ ყოფილა მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული პირის ბრალეულობის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტი, რეალურად, რის მიღწევასაც ცდილობდა „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“. გაბუნიას განცხადებები სრულად ემთხვეოდა „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, რომელთა მიზანია, გამოიწვიონ რუსეთის კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია, ცნობილი მოვლენების შემდეგ.

თუ ყველანი ვიაზრებთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება არაპროგნოზირებადია და ყოველთვის ეძებს საბაბს, რათა დამატებითი პრობლემები შეუქმნას საქართველოს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ ტელევიზიის მთავარი ბრალეულობა სწორედ ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტაკასა და ეკონომიკურ განვითარებას მიზანმიმართულად აყენებენ დარტყმის ქვეშ. ეს ღიად პროვოკაციული ქმედებები ემსახურება კრიზისის შექმნას ქვეყანაში, ნებისმიერ, მათ შორის საქართველოში რუსეთის გავლენების გაზრდის ფასად, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამ ყველაფერს კი საზოგადოება დიდი ხანია ნათლად ხედავს.

ამ ვითარებაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ხოლო მეორე მხრივ, სამომავლო პრევენციისთვის, რათა სიტყვის თავისუფლების სახელით, არ დაზიანდეს საზოგადოებრივი წესრიგი ქვეყანაში და საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებას“. - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930