გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 18%-ით გაიზარდა

9-07-2019

2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 489 823 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქოავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 18.24%-ით (384 131 მგზავრით), ხოლო 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით 54.59%-ით (879 187 მგზავრით) არისგაზრდილი.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნახევარ წელიწადში 1 870 082 მგზავრსმოემსახურა, რაც 11.64%-ით (195 024 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 247 391 მგზავრი იქნაგადაყვანილი, რაც 30.01% ით (57 112 მგზავრით) მეტია 2018 წლის პირველ ნახევარშიდაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.


2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილია 364 834 მგზავრი-130 060 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.


რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა, რაც 851 მგზავრით, შესაბამისად 32.41% ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.


ამბროლაურის აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო, რაც 187 მგზავრით მეტია (45.38%) ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.


2019 წლის განვლილი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 422 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე გასული წლის პირველ და მეორე კვარტალში.


სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო-12 096, აქედან რეგულარულირეისების რაოდენობაა 10 726, ხოლო ჩარტერების 1 370. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდშიგანხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 13.32%-ს შეადგენს.


უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლისპირველი ექვსი თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 11 421.734 ტონა შეადგინა, რაც 216.55 ტონით, შესაბამისად, 1.93%-ით მეტია ვიდრე წინაწლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.


ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, მეორე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.1%-ით არის გაზრდილი.


აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.


საქართველოს საჰაერო სივრცეში გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა შემცირებულია 11%-ით, რაც პაკისტანი - ინდოეთის კონფლიქტის შედეგად, პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით არის განპირობებული.


2019 წლის განვლილ პერიოდში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: “AIR FRANCE”; “Air Malta”; „SmartLynx Airlines“ (ჩარტერული რეისები) და „Onurair” (ჩარტერული რეისები).



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930