9-07-2019
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის“ გამო. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„მე არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ საქართველოს ზარალს აყენებენ.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას.
„დიდი პატივია“, – აღნიშნა პუტინმა.