9-07-2019
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ამ ამბებმა ცუდი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ანტისაოკუპაციო და ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით შეფუთული აქციები, ნაციონალებისა და ევრონაცების მიერ არის ხელშეწყობილი. ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალებისა და ევრონაცების მიზანი არის რუსი ტურისტების ნაცვლად, ქვეყანაში რუსეთის ჯარის შემოყვანა.
"ამ დღეებში მიმდინარე პროცესები, უკვე ცალსახად საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზარალებელი გახდა: შემცირდა ლარის ღირებულება და ქვეყნის შიდა პროდუქტი (2 %), საკურორტო სეზონი ჩავარდნის პირასაა, შემცირდა და ტურისტების და ინვესტიციების რაოდენობა.
აქციები, რომელიც ანტისაოკუპაციო და ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებითა შეფუთული, რეალურად ნაციონალებისა და ევრონაცების ლიდერების (ბოკერია, სააკაშვილი, გვარამიას, გაბუნია) ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით იმართება. ვითომ ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით ცდილობენ დაძაბულობის მუხტის შენარჩუნებას, ბაქიბუქობენ ტელეკრნიდან, ფრონტის ხაზიდან გაქცევა კარგად ეხერეხებათ (გავიხსენოთ 2008 წელს, როგორ შეატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ჯარს, როგორ მიატოვეს ჯარისკაცების ცხედრები ...), მიტინგებიდანც მშვენივრად იპარებიან როგორც კი საფრთხეს ხედავენ (იქნებ ვინმე ნახა ერთი ოპოზიცური ლიდერი რომელსა მიტინგის ღამეს თუნდაც თეთრი პერანგი ჰქონოდა დასვრილი?). იმ დროს როცა ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, ნაცები და მათი დამქაშები ცდილობენ რუსი ტურისტების ნაცვალად რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ საქართველოში.
ნაცებმა და მათთან ასოცირებულება კარგად იციან რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, კვლავ ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვალონ.
საჭიროა ყველამ გონებას მოუხმოთ, ემოციები დავიოკოთ და გავიაზროთ რა პროცესების პროვოცირებას ცდილობენ რადიკალური ძალები და დასკვნები გამოვიტანოთ", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი