9-07-2019
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გავრილოვის პროვოკაციის შედეგი უწოდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„გავრილოვის პროვოკაციის შედეგი: შემცირებული ეკონომიკა, მშპ, 2 მილიარდ ლარამდე მიუღებელი შემოსავალი, კიდევ უფრო გაღარიბებული უამრავი ოჯახი, რუსეთთან ცივი ომის ფაზიდან ცხელი ფაზიში გადაყვანის მცდელობა, რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცების შემოსვლის პროვოცირება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა მდგომარებამდე სიტუაციის მომწიფება, აი ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების მოქმედებების/შედეგების მცირე ჩამონათვალი. იმედია მოსახლეობა ძალიან მალე გააკეთებს სათანადო დასკვნებს და ამომრჩეველი 2020 წელს მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.