გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

10-07-2019

ნაგოია ბაშოზე თავის თავს არ ჰგავს ტოჩინოშინი, რომელმაც ჯერ ერთი შეხვედრის მოგებაც ვერ მოახერხა. შეჯიბრის მეოთხე დღეს ლევან გორგაძე მესამე მაეგაშირა დაიეიშოსთან, ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ქართველი მებრძოლი, რომელსაც მუხლის მძიმე დაზიანება აქვს და თან ტურნირის წინ მხრის კუნთი გაიწყვიტა უმძიმეს სიტუაციაშია. მისი ფორმის გათვალისწინებით დადებითი ბალანსის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება და შემდეგ ბაშოზე ოძეკის ტიტული დასაცავი ექნება.


ნაგოია ბაშოს მეოთხე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. ის ჯურიოს დივიზიონის მეოთხე ნომერს, ვაკატაკაკაგეს დაუპირისპირდა და შიტატედაშინაგეს ილეთით წააგო.


ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:3-ზეა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.



https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930