გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

10-07-2019

სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი. 

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031