10-07-2019
ნიკა გვარამიას ქვეყნის დაქცევა უნდა, ამის შესახებ კომპანიის „წინანდლის ძველი მარანი“ დირექტორმა, ელდარ მილდიანმა განაცხადა.
„საზიზღრობაა, ქართველი კაცი ასე როგორ უნდა მოიქცეს,. მათ უნდათ, რომ ქვეყანა დააქციონ, თვითონ თუ არ იქნებიან, თვალს არ დაახამხამებენ, ისე გაანადგურებენ ქვეყანას, მათ სურთ საქართველოს განადგურება“ - აღნიშნა ელდარ მილდიანმა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. „ამით დაზარალდება როგორც ქვეყნის ეკონომიკა და განცხადების ავტორები თავად იზარალებენ“ - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.