გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხრეთის გაზის დერეფანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებული როლი ბაქოს მინისტერიალის დეკლარაციაში აღინიშნა

15-02-2018

სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალი, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა, ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა.

დეკლარაციაზე ხელმოწერით მინისტერიალის მონაწილეეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა გარემოს დაცვა, სასათბურე გაზების შემცირება, ენერგოწყაროების დივერსიფიკაცია, ევროპის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და ა.შ.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტს, რომელიც, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოებისგაზრდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

დეკლარაციაში აღინიშნა, რომ მინისტერიალის მონაწილეები ხაზს უსვამენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებულ როლს ამ პროექტის განხორციელებაში და თავად პროექტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსთვის, რომელიც ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2016 წელს გაწევრიანდა.

მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა და რეგიონალური თანამშრომლობის აუცილებლობა მთელი კორიდორის სიგრძეზე, ასევე ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში დასრულდება და ევროპა 2020 წელს მიიღებს დამატებით აზერბაიჯანულ გაზს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930