10-07-2019
ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილის და ბოკერიას გზები გაყოფილი არაა, რაც 20 ივნისის ღამემაც გვაჩვენა.
ჟურნალისტის აზრით, სააკაშვილის იდეებს, რომლებიც ქვეყანაში არეულობებს და პროვოკაციებს გულისხმობს, ნიკა გვარამია მშვენივრად ასრულებს.
„ძალიან მშრალად რომ ვთქვა, საქართველოს წინააღმდეგ საკმაოდ მონოლითური "ტროიკა" მუშაობს.
თუ ვინმე მაინც თვლის, რომ სააკაშვილი–ბოკერიას გზები გაყოფილია, ძალიან ცდება, რისი დამადასტურებელი მაგალითიც 20 ივნისის ღამით მომხდარი არეულობის დროს ვნახეთ.
სააკშვილის იდეა, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური აღტკინების, პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის გამოწვევაა (ზუგდიდისა და მისი შემდგომი მოვლენები), ბოკერიას სცენარით ხორციელდება ("რევკომის" შეკრება 20 ივნისის ღამეს), ხოლო გვარამია ამ სცენარს საქართველოს სხვადასხვა ადგილას, თავისი დასის, რუსთავი 2–ის სრული ჩართულობით "შესანიშნავად"დგამს (დადგმული ქუჩის გამოკითხვები,ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ადამიანების მაქსიმალური გაღიზიანება და ფსიქოლოგიური ზეწოლა).
გვარამია ამ თამაშში ნამდვილად არ არის რიგითი შნირი, ის ერთ–ერთი მთავარი მონაწილე, ორგანიზატორი და ტექნიკური შემსრულებელია.
ის დღეს მთელი "თავდადებით" ცდილობს პარლამენტის წინ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ადამიანების თუნდაც მცირე რაოდენობა და ის, რომ რ2–ში ბოკერიას ხელმძღვანელობით აქციის მიმდინარეობის შესახებ თათბირები ტარდება, რომელსაც როგორც ნაცმოძრაობის ზოგიერთი ლიდერი, რ2–ის ჟურნალისტები და გვარამიას მშვილდაძე ესწრებიან, დადასტურებულად ვიცი (საიდან ვიცი, ცხადია არ ვიტყვი).
კიდევ ერთხელ ვიტყვი – რაც არ უნდა ლანძღოს ჩერგოლეიშვილმა გვარამია, რაც არ უნდა იკრიახონ გვარამიამ და კვესიტაძემ – თავისუფალი მედიის ფლაგმანები ვართო, ყოფილი მთავარი პროკურორი და რ2–ის დღევანდელი დირექტორი, არის არსებული არეულობის, მიმდინარე პროცესებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედების ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი“, - წერს გია გაბრიჭიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.