გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
შესაძლო გარყვნილი ქმედება 8 წლის გოგონას მიმართ-დაზარალებულის ოჯახი ამჯერად ზეწოლას მეზობლებისგან განიცდის

15-02-2018

შესაძლო გარყვნილი ქმედება 8 წლის გოგონას მიმართ - დაზარალებულის ოჯახი ამჯერად ზეწოლას მეზობლებისგან განიცდის8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 60 წლის მამაკაცი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მილოდინშია.


პროცესები მომავავალ კვირას განახლდება, შუახნის კაცი კი წინასწარ პატიმრობაშია.


დაზარალებული გოგონას ოჯახი კი ორმაგ ძალადობაზე საუბრობს.


შემზარავი ფაქტი აჭარაში გასულ წელს მოხდა, თუმცა არანაკლებ შემზარავია დაზარალებულის დედის მონაყოლი. მისი თქმით, ფაქტის გახმაურების შემდეგ, გოგონას სკოლა შეუცვალეს, სახლში თითქმის არ მიჰყავთ, მისი ძმა კი გარეთ გასვლაზე უარს ამბობს.
8 წლის გოგონას დედა "აჭარის ტელევიზიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მეზობლებისგან მუდმივ აგრესიას განიცდიან, რადგან მეზობლები ფიქრობენ, რომ 60 წლის კაცს დანაშაული არ ჩაუდენია.


ისინი თვლიან, რომ "მოფერება” დანაშაული არაა.


"ჩემს დას არ ეთამაშებოდნენ, მეც არ მეთამაშებოდნენ და უზრდელი ხარო მეძახდნენ"- ყვება 11 წლის ბიჭი, რომელიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებს და ეზოში გასვლაზე უარს აცხადებს.


გოგონას დედა კი აცხადებს, რომ ნაგირავები ბინიდან გადასვლა უნდა რადგან მეზობლების ზეწოლაას ვერ უძლებს.


"მეზობელი შეხვდა ჩემს გოგონას და უთხრა, რომ მეზობლებთან ნუ დადიხარ, რადგან დედაშენმა უდუნაშაულო კაცი ჩასვა ციხეშიო. ასე გაუკეთებს სხვას და შენ გარეთ არ უნდა გამოხვიდეო. მთელი ღამე არ უძინიათ, მთხოვდნენ უბნიდან წამიყვანეთო"- აცხადებს მოზარდების დედა.


რაც შეეხება მეზობლების განწყობას, მათ აგრესია არც "აჭარის ტელევიზიის" წინ დამალეს.: "ისიც გასაშვებია ამ ეზოდან... 25 წელია აქ ვცხოვრობ და იმ კაცზე ცუდი არაფერი მსმენია. თუ სანდო კაცი იყო, სახლში რატომ შეუშვა და მარტო რატომ დატოვა?!"- აცხადებს მეზობელი.




dianews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930