გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტუსკი: სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ საქართველოს შიგნითაც დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები

11-07-2019

სოლიდარობა გჭირდებათ ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ამასთან, დონალდ ტუსკი მიესალმება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს.


„რაც შეეხება არჩევნებს, მივესალმები მიმდინარე პროცესებს, როდესაც გათვალისწინებულია და ხდება გამოსწორება იმ ხარვეზებისა, რომლებიც წინა არჩევნების დროს იყო დაფიქსირებული. ადამიანების უფლებების დაცვის მიმართ გაცილებით მეტი ყურადღება და ის, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წელს სრული პროპორციული სისტემის მიხედვით ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული სივრცის განვითარებას, მის პროგრესს და იმედი მაქვს, ყველა თავდადებულად იმუშავებს ამ შესაძლებლობის გაღრმავებაზე.


ბათუმის კონფერენციაზე ვისაუბრე საქართველოს ერთიანობის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. ბრიუსელიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გქონდეთ სოლიდარობის. მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.



https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930