გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არის თუ არა საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა ტუსკის პასუხი პუტინს

11-07-2019

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის კატასტროფა არ ყოფილა.


მისი თქმით, აღნიშნული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო.


ამის შესახებ ტუსკმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.


„საბჭოთა კავშირის დაშლა არ ყოფილა საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. დღეს, საქართველოში მინდა მკაფიოდ და ხმამაღლა ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, უკრაინელებისთვის და მთლიანად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო. ასევე რუსებისთვისაც“,-განაცხადა დონალდ ტუსკმა.


საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფად 2005 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეაფასა. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ათობით მილიონი ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა, რაც რუსი ხალხისთვის ნამდვილი დრამაა.


https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031