11-07-2019
საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, რომ ევროკავშირთან მიერთების თაობაზე
მოლაპარაკებების ნაწილი „წინასწარი დაგეგმვის საფუძველზე" დაიწყოს და აცხადებს, რომ ასეთი პრაგმატული, არა ინსტიტუციონალური, აპოლიტიკური გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.
,,როდესაც მომავლისკენ ვიყურებით, ასევე საჭიროა ვიფიქროთ ჩარჩოებს მიღმა. როგორც განვაცხადე, ჩვენ გვესმის ის რეალობა, რომ ხდება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება.
თუმცა, მეორეს მხრივ, ქართველებისთვის რთული იქნება გაიგონ ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ დაბრკოლებას აწყდება თუ ნელდება.
საბოლოოდ, ისტორიულად მიერთების პროცესი ევროპის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნებს აახლოებს და დემოკრატიული რეფორმებისკენ უბიძგებს.
არ არის შესაძლებელი ამ ორი პროცესის უარყოფა.
ერთი მოსაზრება, ჩარჩოებს მიღმა არის, რომ მოლაპარაკებების ნაწილი მიერთების თაობაზე „წინასწარი დაგეგმვის საფუძველზე დაიწყოს.“
ასეთი პრაგმატული, არა ინსტიტუციონალური, აპოლიტიკური გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.
ეს საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, ყოველგვარი იმედგაცრუებისგან და სკეპტიციზმისგან დაიცავს, რომელიც მასზე მოქმედებს, მაშინ როდესაც ევროკავშირს ახლოს მოსასვლელად მეტი დრო მიეცემა. მაგრამ ეს პროცესი, ასევე უკავშირდება საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას.თავის მხრივ,საქართველო დემოკრატიული პოტენციალის გასაძლიერებლად კვლავ გააგრძელებს სვლას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი იძლევა გარანტიას, რომ საქართველო პროგრესს არსებითად მნიშვნელოვანი მიმართულებებით განაგრძობს