გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივანს ურბან რუსნაკს შეხვდა

11-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიარტოს შეხვდა. შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბათუმში 10 – 11 ივლისს მიმდინარეობდა.

შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღნიშნა, რომ პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების მიმართულებით დიდია და ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციები, აგრეთვე ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, ბიზნეს - გაერთიანებები და სხვ. სულ ფორუმში 400-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30