გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: აშშ-სთან თანამშრომლობის ყველაზე მაღალი ნიშნული ვერანაირად ვეღარ იმალება და ვეღარ იფარება ნაციონალური მოძრაობის და მისი რ2-ის პროპაგანდით

11-07-2019

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალური ქსელში, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას განიხილავს და წერს, რომ რაც ბათუმში ხდება, აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობის სულისკვეთებაა. 

გია აბაშიძე ასევე წერს, „რუსთავი 2“ - ის ეთერში, ბიძინა ივანიშვილის და დონალდ ტუსკის შეხვედრის შესახებ გასულ სიუჟეტზე, სადაც „რუსთავი 2“- მა ბიძინა ივანიშვილის სიტყვა მონტაჟით დაამახინჯა.

“ის რაც ახლა ბათუმში ხდება, ჩვენი პარტნიორების სულისკვეთება, დონალდ ტუსკის ცალსახად პოზიტიური გზავნილი, პროგრესი ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში, აშშ-სთან თანამშრომლობის ყველაზე მაღალი ნიშნული და ა.შ. ვერანაირად ვეღარ იმალება და ვეღარ იფარება ნაციონალური მოძრაობის და მისი რ2-ის პროპაგანდით. იაფფასიანი მონტაჟით ივანიშვილის კომენტარის დამახინჯება ვეღარ შველის საქმეს. ამიტომ, ნაცმო გადასულია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ ფაზაში. გადატრიალება, საბოტაჟი და ზუსტად ის გზა, რომლითაც მათ დააკარგინეს ქვეყანას ტერიტორიები: 2008 წელს ნაციონალურმა რეჟიმმა აიძულა რუსეთი, რომ შემოეყვანა ჯარები საქართველოში, ხოლო 2019 წელს იგივე ძალა აიძულებს რუსეთს, რომ მან დაანგრიოს ჩვენი ეკონომიკა. ეკონომიკურ ომში ქვეყნის ჩათრევის გეგმა არის ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ჩვენი სვლა იმ გზაზე, რომელზეც ახლა ყველანი ვლაპარაკობთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე”, - წერს გია აბაშიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930